იყალთო

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს თელავის ჩრდილო - დასავლეთით 8 კმ-ზე. მონასტრის ტერიტორიაზე მოთავსებულია სამების, ღვთაების და ყველაწმინდის ეკლესიები. მათგან ყველაზე ძველია სამების ეკლესია, რომელიც VI ს-ში დააარსა ერთ-ერთმა "ასურელმა მამამ" ზენონმა, უმცროსი სვიმონ მესვეტის მოწაფემ. არც ისე დიდი ეკლესიის შენობა ჯვრულ - გუმბათოვანი ნაგებობაა. რესტავრაციის შემდეგ შეცვლილია, მაგრამ მისი ადრინდელი სახის წარმოდგენა შესაძლებელია.
    მთავარი ეკლესიაა ფერისცვალების "ღვთაება", რომელიც აგებული უნდა იყოს VIII - IX საუკუნეებში, მონასტრის დამაარსებლის ზენონის დაკრძალვის ადგილას. ეს ეკლესიაც ჯვრულ - გუმბათოვანი ნაგებობაა, საკურთხეველთან ნალისებური აფსიდით. ეკლესიის თავისებურებას წარმოადგენს მთელ დასავლეთ ფასადზე გამავალი კარიბჭე. ეკლესია გადააკეთეს X - XII საუკუნეებში, მაგრამ მისი ადრინდელი ფენები კარგად ჩანს. ეკლესიის დაარსების დროინდელი ორი წარწერა აღმოსავლეთ ფასადზე ძნელად იკითხება. 
ikalto_01.jpg (7814 bytes)
     ყველაწმინდის ეკლესია XII - XIII საუკუნისაა. საინტერესო არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს იყალთოს აკადემია. იგი VIII - IX საუკუნეებშია აშენებული, ხოლო XI - XII ს-ში გელათიდან გადმოსულმა არსენ იყალთოელმა აქ აკადემია დააარსა.
ikalto_03.jpg (4219 bytes)
აკადემიის შენობა, რომელიც დღეს ნანგრევებს წარმოადგენს, ორსართულიანი და დიდი ზომის იყო (43 მ X 35 მ). ნაშენი იყო რიყის ქვით. განსაკუთრებით შესამჩნევია მეორე სართულის მოჩუქურთმებული ორმაგი სარკმელი. აკადემია შუა საუკუნეებში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. გადმოცემის თანახმად იყალთოს აკადემიაში სწავლობდა გენიალური შოთა რუსთაველი.
   აქ არსებული წარწერები მოგვიანო ხანისაა. იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოთავსებულია აგდეთვე დიდი სატრაპეზო, მარანი და სხვა ნაგებობანი.